JUNE 11, 2022
ვიდეო "მე მოვრბოდი შენსკენ" ახალი ვერსიის "პრემიერა"
2022 წელი 35 წლის იუბილე ჯგუფი
"ლადო & რეცეპტი" 1987-1992
80-იანბში ამ რევოლუციური ჯგუფით ქალაქის შუაგულში რუსთაველის გამზირზე დაიწყო საქართველოში ახალი თანამედროვე ქართულ-დასავლეთური ორიენტაციის მუსიკის და აზროვვნების შექმნა, დაფუძნებული ნაღდ ქართულ ჯანმრთელ მენტალიტეტზე და ფესვებზე, რომელმაც შეცვალა საბჭოთა თაობების მენტალიტეტი და მუსიკა საქართველოში.
80/90-იანი წლებიდან დღემდე ის ერთადერთი კონვერტირებული თანამედროვე ქართული მუსიკაა რომელიც დასავლეთში იყიდება და იწვევს დიდ ინტერესს, ბევრმა უცხოელმა ცნობილმა კრიტიკოსმა კი მას შეფასება მიცა როგორც იმ ეპოქისთვის გმირული და უნიკალური, რადგან მუსიკა რომელსაც ჯგუფი ასრულებდა 80-იანებში მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა დასავლეთში 90-იანებში გრანჟის და სხვადასხვა მიმართულებების სახით.
"ლადო & რეცეპტის" ჩანაწერი პირველად გამოიცა 1989 წ. სახლის მაგნიტაფონზე გამრავლებული და ქსეროქსით დაკოპირებული ყრდით ხოლო მოგვიანებით ის გამოიცა დასავლეთში უცხოელი ფანების მიერ ალბომის სახით სადაც დაემატა სხვადასხვა დროს სტუდიებში ჩაწერილი სიმღერები, საფრანგეთში 1993 გერმანიაში 1996 და კანადაში "Supemeecho" 2006 წლებში და წელს კი ამავე კომპანიამ დაიწყო მუშაობა ამ ალბომის LP-ის სახით გამოშვებაზე.
"ლადო & ჯგუფი რეცეპტის" ბოლო ნამუშევარია ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომი "სვან სონგი" 1993.
გავიდა ჯგუფის შექმნიდან 35 წელი, "ლადო & ჯგუფი რეცეპტი" დღემდე რჩება ნაღდ პროდასავლურ ქართულ მუსიკის ფესვებად რომელსაც კონიაკივით რაც უფრო ძველდება მით უფრო ემატება ფასი და ხარისხი.
*~ლადო & რეცეპტი~*
1987/1992
ფერადი ფრთოსნები
ფერადი ფრთოსნები
დამარხული ცოცხლად
მძაფრ სუნიან ჭაობის ქვეშ
ლადო ბურდული ~ გიტარა/ვოკალი ავტორი
ზაზა სახამბერიძე ~ გიტარა/დამხმარე ვოკალი
ჯოზეფა ~ ბასი +
ვოვა ვარდანიანი~ დასარტყამი +
შალვა ხახანაშვილი ~ კლავიშები