JANUARY 18, 2022
ჩემი მუსიკის ისტორია ნაწილი 10: 2022 წელი 35 წლის იუბილე ჯგუფი "ლადო & ჯგუფი რეცეპტი" 1987-1992 80-იანბში ამ რევოლუციური ჯგუფით ქალაქის შუაგულში რუსთაველის გამზირზე დაიწყო საქართველოში ახალი თანამედროვე ქართულ-დასავლეთური ორიენტაციის მუსიკის და აზროვვნების შექმნა, დაფუძნებული ნაღდ ქართულ ჯანმრთელ მენტალიტეტზე და ფესვებზე !!! რომელმაც შეცვალა საბჭოთა თაობების მენტალიტეტი და მუსიკა საქართველოში. 80/90-იანი წლებიდან დღემდე ის ერთადერთი კონვერტირებული თანამედროვე ქართული მუსიკაა რომელიც დასავლეთში იყიდება და იწვევს დიდ ინტერესს, ბევრმა უცხოელმა ცნობილმა კრიტიკოსმა კი მას შეფასება მიცა როგორც იმ ეპოქისთვის გმირული და უნიკალური, რადგან მუსიკა რომელსაც ჯგუფი ასრულებდა 80-იანებში მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა დასავლეთში 90-იანებში გრანჟის და სხვადასხვა მიმართულებების სახით. ის გამოიცა დასავლეთში სხვადასხვა დროს უცხოელი ფანების მიერ საფრანგეთში 1993 წ. გერმანიაში 1996 წ. კანადაში 2006 წ. და ამერიკაში 2022 წლებში. "ლადო & ჯგუფი რეცეპტის" ბოლო ნამუშევარია ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომი "სვან სონგი" 1993 წ. გავიდა ჯგუფის შექმნიდან 35 წელი, "ლადო & ჯგუფი რეცეპტი" დღემდე რჩება ნაღდ პროდასავლურ ქართულ მუსიკის ფესვებად რომელსაც კონიაკივით რაც უფრო ძველდება მით უფრო ემატება ფასი და ხარისხი. *~ლადო & ჯგუფი რეცეპტი~* 1987/1992 ფერადი ფრთოსნები ფერადი ფრთოსნები დამარხული ცოცხლად მძაფრ სუნიან ჭაობის ქვეშ ლადო ბურდული ~ გიტარა/ვოკალი ავტორი ზაზა სახამბერიძე ~ გიტარა/დამხმარე ვოკალი ჯოზეფა ~ ბასი + ვოვა ვარდანიანი~ დასარტყამი + შალვა ხახანაშვილი ~ კლავიშები
JANUARY 16, 2022
ლადო ბურდული - ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომ "სვან სონგზე" მუშაობისას. ორიგინალი მონტაჟის გარეშე 1993 წ კიოლნი https://www.youtube.com/watch?v=3_rWensft7oლადო
JANUARY 15, 2022
ფანებისთვის: ჩვენი უნიკალური დიზანით შექმნილი მაისურები,
JANUARY 11, 2022
დღეს ჩვენი მესამე ქალიშვილის ბარბარეს დაბ დღეა ბარბარე არის კრეატიული მეამბოხე მხიარული თავგადასვლების მაძიებელი დაუმორჩილებელი რთული ახალი იდეებით სავსე პიროვნება. 12 წლის წინ რომ შემოიყვანეს სამშობიაროში ჩემთან რომ გულზე დაეწვინათ პატარა უკანო ცარიელი ძვალი და ტყავი გაკვირვებული პირველი ჟანგბადით და რეალურ მსოფლიოსთან შეხებით... ჩემი ბარბარე თითქოს გუშინ იყო ეს ჰაჰაჰა გაგიმაროჯოს როკ ნ როლ <3
JANUARY 9, 2022
ჩემი ცხოვრების ეტაპები: 7-14 ვნახე და ვეღარ მომატყუეს 14-21 გავბედე და შევებრძოლე 21-36 დავანგრიე სიმახინჯე და ავაშენე თავისუფლება 36-46 მიღალატეს და გამწირეს 46-56 აღზევდნენ ჩემს გასანადგურებლად და უფრო გამაძლიერეს 56-... ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე ოღონდ უკვე მარტო აღარ ვარ.
JANUARY 9, 2022
სულ მალე ახალი ალბომით და ახალი შემადგენლობით