29 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2025
1995 წელი ახალ გახსნილი სოროსის ფონდიდან აღებული პირველი გრანტი
2,400 USD რომლითაც:
1. ვიქირავეთ რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდი დარბაზი
2. 1 თვე ყველა მას მედია საშუალებაში ვატრიალე რეკლამა ამ ივენთის "მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან"
3. დავიქირავეთ 4 კვ აპარატურა და სცენის განათება
4. ჩამოვიყვანეთ მოსკოვიდან ჯგუფი ვაბანკი, არტიომ ტროიცკი და ალექსანდრე ლიპნიცკი პლიუს სასტუმრო კვება და მანქანა
5. ვიქირავეთ სიმებიან კვარტეტი რომელთანაც ერთად დაუკარი ჩემი ზღაპრები.
6. ბილეთზე დავადეთ 10 ლარი რომ დავხმარებოდით პენსიონერ არტისტებს მაგრამ მიუხედავად სავსე დარბაზისა მოგვცეს მარტო 10 ლ 1 ბილეთი გაიყიდაო
რაც ნიშნავს რომ კარის ქალებმა ახალი ბინები იყიდეს იმ დროინდელი ფასების მიხედვით ვაკეში.
ამ ივენთიდან ყველაზე სასაცილო იცით რა იყო ეკა მაზმიაშვილმა ვინც კურირებდა ამ პროექტს დამირეკა და მითხრა 200 USD გარღვევა არისო და თანხა დასაბრუნებელიაო მე უთხარი ორი ათას ოთხას დოლარი სულ დაიხარჯათქო რის შემდეგაც თავის პროექტზე მისულ ირაკლი ჩარკვიანს და ირმა ლეჟავას უთხრეს თქვენ რომ ვერ გაფინანსებთ ლადოს ბრალია ესო ისე გაუფუჭა სახელი კულტურულ პრეოქტებსო, ხოლო 1 თვის მერე ჩემს წინ დაფინანსებულმა დავით ჩიხლაძის პროექტმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ჩემს მაგივრად კარგი ალიყურა გააწნა იმ დროინდელ სოროსის ფონდს
7,500 დოლარად 1 რკინის პატარა ქანდაკება დაუდგა ივერიის დაბლა იმ დროინდელ ჩაჯმულ სივრცეში და თავის პერფომანსი ჩაუტარა.
მორალი:
1995 წელს 2400 დოლარად ჩემს მიერ გაკეთებულ ივენტზე მოვითხოვ სოროსის ფონდის თბილისის ოფისმა მადლობა მომიხადოს დღეს და ბოდიში და ეს ივენთი შეიყვანოს თავის თბილისური დაფინანსებული პროექტების სიაში როგორც ყველაზე იაფი და წარმატებული პროექტი რადგან მარტო 1 თვე ტრიალი ყველა მასმედია საშუალებებში რეკლამა მათი ჯერ კიდევ მაშინ აბასოლიტურად უცნობი ფონდის რომლმაც უზარმაზარი რეკლამა გაუკეთა ამ ფონდს
ხოლო თვით ამ პროექტიდან კი დაიწყო კავკასიის როკ ფესტივალები და გაგრძელდა დღემდე რომლის ბაზაზეც დღეს გახურებულია კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება - ფენიქსი
იხ. გვერდი:
caucasusmusic.com
სიმებიან კვარტეტთან ერთად ზღაპრები
რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდი დარბაზი
თბილისი 1995 წ
ფოტო გურამ წიბახაშვილის