26 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
მეგობრები რომლებიც 29 თებერვალს სტანბულში იმყოფებით გეპატიჟებით ჩემს კონცერტზე (ლაზური ფესტივალი) დასწრება უფასოა. ლოკაციაც მალე დაიდება გაგვიმარჯოს
24 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
არ დამავიწყდება 1987 წლის 24 თებერვლის საღამო სამშობიაროში ექთნის ჯერ შეშინებული თვალები რომელიც ვერ მეუბნებოდა რომ გოგო გაჩნდა და მერე მისი გაკვირვებული თვალები როცა ჩემი სიხარული ნახა გოგოს გაჩენაზე და შამპანიურით გაწუწული საავადმყოფოს მისაღები გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საყვარელო თეჯიკო გაგიმარჯოს <3
23 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
დიდი მადლობა პირველ ექსპერიმენტალურ საჯარო სკოლას და ქ-ნ ნინოს ამ ლამაზი ღონისძიებისთვის დიალოგი "თავისუფლებაზე" და ფილმ "ფაბრიკა 1993" -ის ჩვენება უფროსკლასელებთან
20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
1994 წ. მაჩაბლის ლეგენდარული სახლი "ლადოს კიდობანი" იგივე 90'ბის "ცივილიზაციის შუქურა" ფოტოზე მარცხნიდან: თქვენი მონა მორჩილი, ქეთი მესხი და ქეეთი ჩაჩიბაიას მუხლები ფოტო: ალექსა მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q თბილისი ანდერგრაუნდი 80/90
18 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ლადოს კიდობანი - ნათელი 90'ბი ლადოს კიდობანი 1982- 2007 წ. ის იღებს სათავეს ლადოს წყნეთის დაჩიდან სადაც ის ატარებდა თავის პირველ ივენთებს უბრალო სახლი თეთრი კედლები მოხატული იყო ნახშირით ხოლო ავტორებიი იყვნენ თინიკო ფეტვიაშვილი ლუკა ლასარეიშვილი მიშა სამსონაძე პრასტაკა რეზო ნაჭყებია და აშ. ხოლო 80/90ბში იმ სიბნელის ზიზღის შიშის შიმშილის სიღარიბის სიბოროტის და აშ ქალაქში ლადო სხვა მისი მეგოობრებისგან განსხვავებით არსად არ გაიქცა და არსად არ დაიმალა და დაუდგა პირისპირ ამ უბედურებას და თვითონ იქცა თავის სუფთა ხელებით და ალალი გულით ცივილიზაციის შუქურად და ჰუმანურობის თავისიფლების ორგანულ მაგალითად და დროშად დანარჩენი საქართველოსთვის რამაც შემდგომში გადაარჩიანა მთელი თაობები და შექმნა ახალი პროდასავლური ეპოქა ქვეყანაში. მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q თბილისი ანდერგრაუნდი 80/90 ლადოს ლაივი "ლადოს კიდობანი" 1996 სოლოლაკი თბილისი ფოტო: გურამ წბახაშვილის
15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
სამწუხაროა რო ეს ლამაზი ზღაპარი "დიდ სიყვარულზე" ჩემით დაიწყო და ჩემითვე დასრულდა ამ ქვეყანაში. მორიგი საკრალური კონცერტი სადღაც თბილისის რომელიღაც მართლაც რომ "ანდერგრაუნდ" კლუბში და როგორც ყოველთვის მხოლოდ "განდობილი" მსმენელისთვის. მენტალური რევოლუცია საქართველოში 80/90 ქართული ალტერნატიული მუსიკა/მოძრაობის ისტორიის სახელმძღვანელო. https://www.youtube.com/channel/UCehVx1zJmkOMciQFj7g1o-Q თბილისი ანდერგრაუნდი 80/90