27 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022
მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში:
ჩვენ გვინდოდა შეგვეცვალა საქართველო 80-ბში და ჩვენ შევცვალეთ ის. ეს იყო ნამდვილი მენტალური რევოლუცია. სკეიტბორტებით წყნეთიდან ღამის რეისები. დილამდე საუბრები ახალ აზროვნებაზე და მუსიკაზე. შეყვარებული გოგოები. ყოველდღე ტუსოვკები ხან სად ხან სად და რაღაც უხილავი ხმა კი ზევიდან მუდამ მეუბნებოდა "იარე შენია" და ირგვლივ კი 80-ბით გაჟღენთილი საბჭოთა რეალობა საინფორმაციო წყარო 4 არხი ტელევიზორში 2 რუსული 2 ქართული და 1 ხაზის რადიო + სიგარეტი "კოსმოსი"(აი ზუსტად ის დადას რო ხელში უჭირავს ოღონდ შეცვლილი შიგთავსით) ლუდი "ჟიგულიოვსკაია", არაყი "ჩეკუშკა ლიმონნაია" (აი ეს რეზოს და დათოს ხელში რო უჭირავთ) და ჩეკების მაღაზია "ციცინათელა", 08 ჟიგული ახალი შემოსულია და ხალხი დაცინოდა ეგ რა მანქანაა სოფელში ღორმა შეჭამაო.
ჯიბეში 0 კაპიკი და მილიონერებს სირებად ვთვლიდით... პრინციპში დღესაც ეგრეა.
ჩექმები დახეული ჯინსები ბოქლომებით ბულავკებით და გატეხილი საათებით მორთული ჰენდ მეიდი, რუკზაკი რუსული, რუკზაკში კი ნაჯახი (იმ ინციდენტის მერე) + ლუდი და კასეტები, პლეიერი ყურებში "უოლქმენ 2" და სკეიტბორტი ხელში.
მარცხნიდან:
ზვიად შენგელია - პანკ ჯგუფი "კომენდანტის საათი"
რეზო ნაჭყებია - მხატვარი
თქვენი მონა მორჩილი - მე
დადა დადიანი - ჯგუფი "ტაქსი"
დათო ჭავჭანიშვილი - პანკ ჯგუფი "კომენდანტის საათი
თბილისი 1986
ფიქრის გორა - დადას სახლი
ფოტო თეა მაქაცარიასი
პ.ს. მადლობთ დაკარგული ფოტოს პოვნისთვის David Kruger-ს