MARCH 14, 2026
და აი ეს გადაღებებიც დაგვეწყო ვიდეო სიმღერზე "ნუ შეეცდები გაუგო მათ" დუეტი ია მანიჟკასთან ერთად რაღაც ფოტოებსაც დავდებთ უშაოლოდ გადაღებებიდან
MARCH 8, 2026
სასიხარულო ამბავი ჩემმა ოქროყანის ეზოდან წამოღებულმა და ლონგ აილენდის ეზოში დარგულმა ჩემმა საყვარელმა და რჩეულმა წითელი ვარდის ტოტებმა ყველამ გაიხარეს ამ საშინელი ნიუ იორკული ყინვების მიუხედავად. პლასტმასის ბოთლები გაუკეთე სათბურად და 4 თვის მერე მოვხსენი და ვნახე რომ გაამართლა ნაღდათ არ მოველოდი ისეთი ყინვები და თოვლი იყო მხოლოდ ეხლა გახდა შესაძლებელი მიახლოება და ნახვა. 3 თვეზე მეტი თოვლში იყვნე ჩაფლულნი და არც მოჩანდნენ. ამერიკული ტუიას ხეებიც ყველა გადარჩა ახლებიც ვიყიდეთ რო დავამატოთ ჩვენს წინა და უკანა ეზოებს. იანვარი თებერვალი და აი გაზაფხულის შეხვედრის ტკბილი წამიც. იაჰუუუ <3
FEBRUARY 28, 2026
დღეს ჩვენი განრიგი მანჰეტენზე 1. მუზეუმი 2. ბაღში ციყვების კვება და 3. ცოტა ხანში აირიშ პაბში ტრეისი და ლარისთან ერთად სმა <3
FEBRUARY 28, 2026
Mr George's (Dianico's Dad) BD party with Ms Leslie and family's Friends in Our House Watching Robert Bagnell's (Dianico's Brother) Movies
FEBRUARY 24, 2026
დღეს ჩემი საყვარელი ქალიშვილის თეჯიკოს დაბადების დღეა 1993 წლის ფოტოა ალექსას გადაღებული "აბრეშუმის ფაბრიკის" მოძრაობის დროა და მერე უმძიმესი მომენტები გავიარეთ ერთად უიმედო დამარცხებული კრიმინალური და გაპარტახებული საქართველო მახსოვს ამავე ლოგინში პალტოში რო ვიწექით და ძმებ გრიმებს რო გიკითხავდი გაყინულ სახლში უშუქობაში შიმშილში და უბედურებაში და როგორ ვცდილობდით და ვქმნიდით მაინც რაღაც ბედნიერებას სანთლების შუქზე "ლადოს კიდობანის" სახით რომლის ირგვლივაც იკრიბებოდა ხალხი და ვიყავით მაგალითი და გადარჩენის კუნძული უამრავი დაკარგული სულისთვის შენ სულ ჩემი იმედი იყავი რაც არ მაძლევდა უფლებას დანებების რადგან ვიცოდი ჩემს უკან შენ იდექი და ასე ბრძოლით სიყვარულით იმედით და თანადგომით მოვედით ერთად დღევანდელ დღეს დღეს კი შენ ბერლინში ხარ დედაშენთა ერთად 2 პატარა ანგელოზით მატილდა და ფლორისთან ერთად მე კი აქ ლონგ აილენდზე დაიანიკოსთან ერთად ჩემი ღვთის საჩუქრები დარიკო და ბარბარელა კი თბილისში. ჩვენი დიდი ოჯახი უფლის წყალობით იზრდება და მრავლდება უფალს მადლობა შენი მამობისთვის და სიყვარულისთვის გაგიმარჯოს ჩემო ვარსკვლავო <3
FEBRUARY 22, 2026
რა ჯობია პახმელიაზე ჩვენებურ ნიუ იორკულ ხინკალს <3